პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ჩაფიძე: პარლამენტარები პრეზიდენტის კონკურენტები არ ვართ, რომ დებატებში შევიდეთ

ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტო და, შესაბამისად, არაფგერი არ გვაქვს სადებატო უშუალოდ პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ ის საკუთარ საქმიანობასა და ხედვებზე ისაუბრებს. პარლამენტის წევრები არ ვართ მისი კონკურენტები, რომ დებატებში შევიდეთ. თუმცა, გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს პარლამენტის ბიურო. როდესაც გვქონდა სხვა კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ პრეზიდენტი, ამავე დროს, გახლდათ მმართველი პარტიის პირველი პირი, რა თქმა უნდა, მასთან დებატებში შესვლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეს იქნება დღეს.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ფორმატთან დაკავშირებით.

კომენტარები