ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტაბულას ეთიკის პრინციპი არ დაურღვევია

ტაბულა

საქმეზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – ტელეკომპანიების, „რუთავი 2 ის", „ტაბულასა" და „იმედის" წინააღმდეგ, დღეს ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევას: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია ტაბულას ტრანსგენდერი პირის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, იმ სინქრონების ჩასმას ედავებოდა, სადაც გარდაცვლილის მეზობლები მის განმასხვავებელ ნიშნებს უსვამდნენ ხაზს. ტელეკომპანია ტაბულას წარმომადგენელმა ქარტიის საბჭოს წარუდგინა არგუმენტები, რომლითაც ის ასაბუთებდა, რომ აღნიშნული სინქრონების სიუჟეტში ჩასმა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესესიდან, მათ შორის ლგბტ თემის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ტაბულას წარმომადგენლის განმარტებით, გარკვეული პირადი მონაცემების გასაჯაროვების გარეშე საზოგადოება ვერ მიიღებდა სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა სახეზე გვქონოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. საბჭოს სხდომას სამი ტელეკომპანიიდან, მხოლოდ ტელეკომპანია ტაბულა დაესწრო.

სხდომას ასევე ესწრებოდა ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობის წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ტაბულას სიუჟეტს არათუ არ დაუზარალებია ლგბტ თემის ინტერესები, არამედ ის იყო ერთადერთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესთან იყო თანხვედრაში.

აღნიშნულ საქმეზე საბჭომ ასევე შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომელიც გამოქვეყნდება გადაწყვეტილების სამოტოვაციო ნაწილთან. ასევე გამოქვეყნდება საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, რომლის თანახმადაც "რუსთავი 2 _ის" შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მე_10 პრინციპის დარღვევას.

ტაბულა არ გახლავთ ქარტიის ხელმომწერი.

კომენტარები