ავსტრალიის ღია პირველობა 2015

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შოტლანდიელი ენდი მარეი დაამარცხა და ტურნირი კარიერაში უკვე მეხუთედ მოიგო.

7:6(5), 6:7(4), 6:3, 6:0 - საბოლოოდ, შეხვედრაში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა. დასაწყისი დაძაბული გამოდგა და თითქოს, ერთმნიშვნელოვნად ფავორიტად შერაცხულ ჯოკოვიჩს სერიოზული პრობლემები უნდა შექმნოდა, თუმცა საბოლოოდ, კოჭის ტრავმის მიუხედავად, სერბმა კონცენტრირება მოახერხა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ამრიგად, ნახევარფინალის მსგავსად, ჯოკოვიჩმა ფინალშიც მოახერხა მოწინააღმდეგისთვის სეტის მშრალად მოგება.

 

კომენტარები