ე.წ კორტების საქმე

ბესელია ფირცხალავას დაკითხვაზე: ყველაფერზე მაღლა სამართლიანობის მოთხოვნა დგას

reportiori.ge
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, "ყველაფერზე მაღლა კანონი და კანონის, სამართლიანობის მოთხოვნა დგას". ბესელია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას და პოლიციის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას და სავარაუდო დაკავებას გამოეხმაურა.
 
"ნებისმიერი პირი, როგორ თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო ან შეიძლება დღესაც ასრულებდეს რაიმე მოვალეობას - ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. ამ პროცესის არავითარი პოლიტიზება არ მოხდება. ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ამ საქმეების, ამ უმძიმესი დანაშაულების გახსნა მოხდეს", - განაცხადა ბესელიამ.
 
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურა პოლიციის ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს - ირაკლი ფირცხალავას, კობა ნაკანს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, გიორგი ცაბაძეს და ლევან ბეროძეს კითხავს. ისინი საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა განცხადებას დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. დაკითხვა, სავარაუდოდ, ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 

კომენტარები