ე.წ კორტების საქმე

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურიდან ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თეორემა/ტაბულა

ადვოკატ დავით ხაჟალიას ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა მთავარი პროკურატურიდან ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი კი, ე.წ მოდულის შენობაში. ამასთან, როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საგამოძიებო უწყებიდან გამოსული ადვოკატების ნაწილის ინფორმაციით, პროკურატურამ 11 პირი დააკავა, მათ შორის, ყოფილი სპეცრაზმელები და მათ განზრახ მკვლელობას, ასევე დოკუმენტების ფალსიფიცირებას ედავებიან. ზოგიერთი ადვოკატის ცნობით კი, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკავებულის სტატუსი არ აქვთ.

მთავარ პროკურატურაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. 14:00-ზე საგანგებო ბრიფინგია დანიშნული. სავარაუდოდ, სწორედ იქ გაირკვევა, დააკავეს თუ არა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და რა მტკიცებულებები აქვთ მათ წინააღმდეგ. 

კომენტარები