ლაშა დვალი

ლაშა დვალი ქასიმფაშაში ითამაშებს

ლაშა დვალი
uefa.com

ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი სეზონის ბოლომდე თურქულ ქასიმფაშაში ითამაშებს. პერსპექტიული მცველი აქამდე უგონდოდ იყო - ინგლისურ რედინგში კი ირიცხებოდა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. ქასიმფაშას მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით ფეხბურთელი, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, თურქულ კლუბში მინიმუმ 4 თვით დარჩება.

"მისი გაფორმების მიზეზი თამაშის ხარისხი და პერსპექტიულობა იყო. ასევე, რა თქმა უნდა წესი, რომელიც თურქეთში შეიცვალა - შემდეგი სეზონიდან უცხოელებისთვის ლიმიტი აღარ იქნება. კონტრაქტის მიხედვით, დვალი ქასიმფაშაში არენდის წესით, სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა შემდგომ მისი გამოსყიდვის უფლება გვექნება," - განაცხადა შოთა არველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ჩართვისას..

კომენტარები