ე.წ კორტების საქმე

უტიაშვილი: სპეცრაზმელები დააკავეს იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ აქვთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელები იმიტომ დააკავეს, რომ "როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს". როგორც მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, ბრალდების მხარეს დღევანდელ ბრიფინგზე არც ერთი წყარო არ დაუსახელებია და არც ერთი საბუთი არ უჩვენებია.

"რომც წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით დავუშვათ, რომ  ირაკლი ფირცხალავა დამნაშავეა და მან დანაშაულებრივი ბრძანება მისცა სპეცრაზმის წევრებს, სპეცრაზმელების დაკავება, მითუმეტეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით რა ლოგიკაში ჯდება? რა, სპეცრაზმის თანამშრომელი ვალდებულია, რომ შეისწავლოს საქმე, როცა მას ავალებენ ადამიანს ესროლოს და ნახოს, აქ რამე გადამეტებას ან შურისძიებას ხომ არ აქვს ადგილი? სპეცრაზმელი იმის სპეცრაზმელია, რომ მიიღო დავალება და შეასრულოს. ისინი იმიტომ დააკავეს, რომ როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. განსხვავებით სხვა რეზონანსული საქმეებისგან, რომლებზეც გაუმართავთ ბრიფინგები, დღეს არც წყარო დაუსახელებით, არც რამე საბუთი უჩვენებიათ. დაიჭირეს სპეცრაზმელები იმ იმედით, რომ ამდენწლიანი პატიმრობის მუქარით ვინმე მაინც გატყდება და რამეს იტყვის, რომ ამ უაღრესად საეჭვო საქმეში რამე მტკიცებულება შექმნან" - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულების შესახებ პროკურატურას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია.

კომენტარები