ე.წ. კორტების საქმე

ბესელია: საუბარი ე.წ. კორტების საქმის პოლიტიზებაზე ღრმად არასერიოზულია

reportiori.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, ყოფილი პოლიციელების პოლიტიკური ნიშნით დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები ძალიან არასერიოზულია პოლიტიკოსებისა და იმ ხალხისაგან, ვინც წლების განმავლობაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გახსნას მოითხოვდა.

„საუბარი პროცესის პოლიტიზებაზე არის ძალიან და ღრმად არასერიოზული. დიდი ხანია ამ საქმის გამოძიების მოთხოვნა დგას დღის წესრიგში. ძალიან მიკვირს, ვინც ამბობს, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მიკვირს იმიტომ, რომ მთელი ეს წლები გვესმოდა - „რატომ არ არის გახსნილი ვაზაგაშვილის მკვლელობა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები