საყდრისი-ყაჩაღიანი

რატიანი: დასაჩქარებელია საყდრისთან დაკავშირებით კომისიის შექმნა

news.ge

დასაჩქარებელია საყდრისთან დაკავშირებით კომისიის შექმნა, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, პარლამენტის თბილისში მუშაობა არალეგიტიმურია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი.

„არალეგიტიმურად მიგვაჩნია თბილისში პარლამენტის მუშაობა, თუმცა ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანი თემებია განსახილველი. პირველ რიგში - დასაჩქარებელია საყდრისთან დაკავშირებული კომისიის შექმნა და სწორედ ამ საკითხის დაყენებას ვაპირებ. დებატები უნდა გაიმართოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასევე რეზოლუცია, რომელიც ეხება ეკონომიკას, რადგან დღეს უკვე ცხადია, რომ ეკონომიკა არის მძიმე მდგომარეობაში. ქვეყანა ამ მიმართულებით კრიზისშია შესული“, - განაცხადა რატიანმა.

კომენტარები