ავტომობილების ტექდათვალიერება

საკანონმდებლო ინიციატივით ტექნიკური დათვალიერება ორი წლით გადაიწევს

0 კომენტარი
რუსთავის ავტობაზრობა ფოტო: autobazroba.com

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერება ახალი საკნანონმდებლო ინიციატივით ორი წლით გადავადდება. 

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. დღეისათვის მოქმედი კანონით, ტექდათვალიერება 2015 წლის პირველ მარტს უნდა ამოქმედდეს, თუმცა ახალი კანონი სავარაუდოდ ძალაში პირველ მარტამდე უნდა ამოქმედდეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ეს ვადა 2017 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიწევს. 

ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით ერთი მილიონი ავტომობილის სავადებულო ტექნიკური შემოწმება და მისი საგზაო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა უნდა მოხდეს. ტექდათვალიერება ყველაზე ძვირი მათ დაუჯდებათ, ვისაც შედარებით მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ეკუთვნით.

ტექდათვალიერების ამოქმედებისთვის საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უნდა შეიქმნას ისეთი სახის მომსახურების ცენტრები, რომლებიც ავტომობილების სტანდარტებთან შესაბამისობას დაადგენს. 2014 წელს ტექნიკური დათვალიერების მომსახურებისთვის სახელმწიფომ "ტუვ რეინლენდ გრუპი" შეარჩია. მთავრობის წარმომადგენლები ტექდათვალიერების აღდგენას საერთაშორისო ვალდებულებას, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მოძველებულ ავტოპარკს უკავშირებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები