ნედლეული

BP ნავთობის ფასის შემცირების გამო 80 000 დასაქმებულის ანაზღაურებას ყინავს

Getty Images

The New York Times-ის ცნობით, ბრიტანული ნავთობკომპანია BP 80 000 დასაქმებულს ნავთობის ფასის კლების გამო ხელფასს უყინავს. კომპანია თანამშრომელთა შემცირებასაც გეგმავს. 

ივნისთან შედარებით ნედლი ნავთობის ფასი 55%-ით შემცირდა, რამაც კომპანიის ფინანსებზე უარყოფითი გავლენა იქონია. BP-ის სირთულეები 2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ შეექმნა, როდესაც კომპანიის 11 მუშა დაიღუპა და გარემოს რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა. კომპანიამ ზარალის ასანაზღაურებლად $40 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყიდა. 

BP-იმ ჩრდილოეთის ზღვაში ახალი ნავთობპლატფორმების მშენებლობის პროექტები დროებით შეაჩერა. ნავთობის ფასის შემცირების გამო კომპანიამ 165 პლატფორმის ოპერირება შეაჩერა. CNBC-ის ცნობით, წელს კომპანია საოპერაციო ხარჯების შემცირებას გეგმავს.

კომენტარები