მეორე მსოფლიო ომი

რუსი დეპუტატი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომისთვის სამ ტრილიონ ევროს ითხოვს

themoscownews.com

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი გამოვიდა ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის გერმანიისგან რეპარაციების მოთხოვნის თაობაზე. ლიბერალ-დემოკრატთა ფრაქციის წევრი იზვესტიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უსამართლობაა, როდესაც სახელმწიფოს, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, გაერთიანებული გერმანიისგან კომპენსაცია არ მიუღია.

დეპუტატის აზრით, რეპარაციების თანხა დაახლოებით 3 ტრილიონი ევრო იქნება, მისი ზუსტი ოდენობა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს. თუმცა, სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩელავ ნიკონოვმა კოლეგის ინიციატივას სისულელე და ბოდვა უწოდა. მისი თქმით, რეპარაციებს საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ გერმანია 1953 წლამდე უხდიდა, ამის შემდეგ ეს საკითხი ამოწურულია. 

კომენტარები