ე.წ. კორტების საქმე

ნადირაშვილი: შესაძლოა, ხელისუფლება კიდევ ერთ სადამსჯელო ოპერაციას ამზადებდეს

news.ge

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციის მზადების შესახებ", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ნადირაშვილის თქმით, გლდანის მე-8 საპყრობილეს პატიმრებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. კორტების საქმეზე 11 დაკავებულს სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, კარანტინის გასავლელად მათ სწორედ გლდანის ციხეში მიიყვანენ, სადაც დაკავებულ პოლიციელებზე კრიმინალები ჯავრს იყრიან. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა იგეგმებოდეს დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების დროს ვიდეო გადაღება, რათა ჩანაწერი მოგვიანებით ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს აჩვენონ.

ირმა ნადირაშვილი შესაბამისი ორგანოებისგან იფორმაციის გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციის მზადების შესახებ. კერძოდ, გლდანის მერვე პენიტენციალური დაწესებულების პატიმრებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ხვალ კორტების საქმეზე 11 დაკავებულს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდებს პატიმრობას, რაც წინასწარ გადაწყვეტილია, პატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სამართალდამცავებს, ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირებულებს, ეკუთვნით პატიმრობა მატროსოვზე, კარანტინის გასავლელად მიიყვანენ სწორად გლდანის ციხეში, სადაც გაატარებენ კორპუსებს შორის, რა დროსაც კრიმინალებმა უნდა , ასე ვთქვათ, იყარონ ჯავრი პოლიციელებზე, რაც გამოიხატება ლანძღვა გინებასა და ხმაურში, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში, რაც უნდა იქნას გადაღებული, რათა ეს ყველაფერი ანახონ ბიძინა ივანიშვილს. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში გაატარონ შესაბამისი ზომები", - წერს ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები