პრემიერის შეხვედრა გუბერნატორებთან

პრემიერმინისტრი გუბერნატორებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორებს შეხვდა, სადაც რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარის რწმუნებულებმა მთავრობის მეთაურს რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"გუბერნატორებმა პრემიერმინისტრისგან მიიღეს კონკრეტული დავალებები, რათა რეგიონებში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები მოკლე ვადებში გადაიჭრას", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები