სარკინიგზო ავარია

ნიუ იორკში მატარებლის ავტომანქანასთან შეჯახებისას სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: AP

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა ნიუ იორკის მახლობლად საგარეუბნო მატარებლის ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე, ნიუ იორკიდან 32 კილომეტრში მოხდა.

მატარებელი, რომელშიც 800-მდე მგზავრი იმყოფებოდა, გადასასვლელზე გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, ავტომობილს და მატარებლის პირველ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულთა შორის ავტომობილის მძღოლი და მატარებლის ექვსი მგზავრია.

სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ავტომანქანა გადასასვლელზე იმის გამო გაჩერდა, რომ შლაგბაუმი მის სახურავზე დაეშვა და მოძრაობის საშუალება აღარ მისცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები