საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაპირისპირებით დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაპირისპირებით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრი წყალტუბოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდა. დავით საგანელიძემ აკაკი ბობოხიძეს გასულ წელს, გინების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებებს სხვა წევრებიც შეუერთდნენ და დაპირისპირების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

დღესვე, საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა. აკაკი მინაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახმაურებული საქმეების გამოძიებას ითხოვს, რასაც მმართველი პარტია ეწინააღმდეგება. ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობა. გუგული მაღრაძის თქმით, მსგავს კომისიაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დროულად შექმნა ცუდი არ იქნებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კომისიის შექმნას საყდრისთან დაკავშირებითაც ითხოვს.

კომენტარები