ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 4 თებერვალი

facebook.com/ato.news

უკრაინაში, ქალაქ დებალცევოსთან სეპარატისტებმა ღამით უკრაინელ სამხედროთა პოზიციებზე შეტევა 9-ჯერ სცადეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, 22:50-დან პრორუსმა ტერორისტებმა ბრძოლაში ქვეითთა ქვედანაყოფები ჩართეს, პოზიციების დაკავების მიზნით. სამხედოებმა შეტევები მოიგერიეს. ტერორისტებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი 25 ჯერ გაუხსნეს.

ლუგანსკის ოლქში დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის სჩასტიეს, სტარი აიდარს, სტანიჩნო-ლუგანსკოეს და ნიჟნეს გრადის ტიპის დანადგარებიდან ესროლეს. შედარებთ სიმშვიდე იყო მარიუპოლის მიმართულებით. უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები მიაყენეს. პრესცენტრის ცნობით, დღე-ღამეში 18 ტერორისტი დაღუპა, 55 დაშავდა. დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვმა 5 შეადგინა, დაშავდა 25.

ჯგუფ „საინფორმაციო წონააღდეგობის" ინფორმაციით, დებალცევოსთან სეპარატისტები, შეტევის განახლების მიზნით, ახალი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზებას ახორციელებენ. კერძოდ, დამატებით გადაისროლეს 18 ტანკი, 23 ჯავშანმანქანა და 55 სატვირთო ავტომობილი.

მანამდე დებალცევოსკენ გადასროლილი სეპარატისტული სატანკო ქვედანაყოფი მთლიანად განადგურებულია - 16 ტანკიდან მწყობრში მხოლოდ 2 დარჩა.
დღეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადონ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ საშიში რაიონების დატოვება შეძლოს.

ე. წ. ლუგანისკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ კი დღეს განაცხადა, რომ უკრაინული ძალების წინააღმდეგ სუ-25 ტიპის მოიერიშე გამოიყენა. სეპარატისტების მტკიცებით, თვითმფრინავმა დებალცევოს მიმართულებით მიმავალი უკრაინული სამხედრო კოლონა დაბომბა და ბაზაზე დაბრუნდა. ამ ინფორმაციას სიყალბე უწოდეს ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში, სადაც განაცხადეს, რომ სეპარატისტებს ავიაცია არ გამოუყენებიათ.

მანამდე სეპარატისტებმა რამდენიმეჯერ რუსულ ტელეარხებს საკუთარი „საბრძოლო ავიაცია" უჩვენეს, სასწავლო Л-39-ს შემადგენლობით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ სეპარატისტების ავიაცია მისივე ბზაზე გაანადგურა.

დღემდე სეპარატისტების მიერ საბრძოლო ავიაციის გამოყენება ოფიცუალურად არ დადასტურებულა. შესაძლოა, სეპარატისტების მიერ ინფორმაციის გავრცელება მათ შეიარაღებაში საბრძოლო ავიაციის არსებობის შესახებ სამომავლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსული ავიაციის გამოყენების გამართლებას ემსახურება. როგორც ეს აფხაზეთის ომის დროს, 1992-93 წლებში ხდებოდა.

დღეს „დონეცკის რეპუბლიკის" ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა ქალაქის საავადმყოფოდ დაბომბვის შესახებ. თავდაპირველად სეპარატისტებმა 15 დაღუპულის შესახებ განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 24 იანვარს ქალაქ მარიუპოლის დაბომბვაში მონაწილე 11 რუსი სამხედრო გაანადგურეს. მისი თქმით, მათი ლიკვიდაცია ნოვოაზოვსკის რაიონის სოფელ ბეზიმიანოესთან მოხდა.

უკრაინსკაია პრავდა NATO-ს შტაბ-ბინაში არსებულ წყაროზე დაყრდნობთ იუწყება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში სიტუაციის გაუარესებას ელოდება, რადგან რუსული ძალების რაოდენობა ქვეყნის აღმოსავლეთში გაიზარდა.

კომენტარები