შს მინისტრი

შს მინისტრი: არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში

police.ge/

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე საქართველოში განმეორდეს". ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

"არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ინფორმაცია. არ დავუშვებთ არეულობას.. ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ სხვა მოძრაობა, მნიშვნელობა არ აქვს, არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იგივე საქართველოში განმეორდეს, სანამ ჩვენ ვართ. რაღაც მცდელობები არის, რა თქმა უნდა, უნდათ სხვადასხვა ძალებს არეულობის გამოწვევა", - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას ამ საკითხზე მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, გომელაური აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაციის შემთხვევაში ის პარლამენტში აუცილებლად მივა.

"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივბრძანდები და მოვახსენებ. რა თქმა უნდა, კონკრეტული თემა თუ არ იქნება, მივიდეთ და რაღაც პატარ-პატარა იდეების და ინფორმაციის დონეზე ვისაუბროთ, მგონი, არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან", - განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები