ვაკო ყაზაიშვილი

ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში, ყაზაიშვილმა კამბუურს გაუტანა

goal.com

ჰოლანდიური ერედივიზიეს მორიგ მატჩში, არნემის ვიტესი კამბუურს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელები, გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

სტუმრები შეხვედრაში უპირატესობას დასაწყისიდანვე დაეუფლენ. 29-ე წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს ბერტრან ტრაორე იყო, მაგრამ მისი სახიფათო დარტყმული მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. შეხვედრის 34-ე წუთზე, ყაზაიშვილმა საჯარიმოს გარედან მეკარის მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და გაიტანა. ტაიმის მიწურულს, ტრაორეს უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ კვლავ მეკარემ იმარჯვა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც უკრაინელმა დენის ოლენიკმა ვიტესის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, მცირე ხანში მოედნის საფარი მთლიანად თოვლით დაიფარა, რის გამოც მოთამაშეებს ზუსტი გადაცემების გაკეთება და შეტევების წამოწყება უჭირდათ. ყაზაიშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა.

ამ გამარჯვებით, ვიტესმა ცხრილში მე-8 ადგილზე აინაცვლა. წლეულს, არნემელების მთავარი სამიზნე ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.

კომენტარები