ლარის კურსი

ლარი კვლავ გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარი 2,03 ლარი ღირს

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

დღეს საღამოს ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობაზე ლარმა დოლართან მიმართებით 2 ლარის ზღვარი გადალახა, ერთი აშშ დოლარი 2,03 ღირს. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. დღეს ლარის კურსი მთელი 1%-ით ანუ ორი თეთრით გაუფასურდა, რაც საკმაოდ სწრაფ გაუფასურებას წარმოადგენს. 

გუშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იანვრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მოანაცემები გაავრცელა. წინასწარი შეფასებით, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა 4%-ს აღემატება. გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 4%-ზე მეტი იქნება, 2015 წლის ბიუჯეტით კი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის განსაზღვრული. ეკონომისტების შეფასებით, პარლამენტმა 5%-იანი ზრდის კორექტირება უნდა მოახდინოს, რადგანაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გართულდება.

კომენტარები