NATO-რუსეთის ურთიერთობა

რასმუსენი: არსებობს ალბათობა, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნებში შეიჭრება

ანდერს ფოგ რასმუსენი
thenews.com.pk

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ბრიტანულ გარდიანთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინი შესაძლოა ბალტიის ქვეყნებს დაესხას თავს. რასმუსენის თქმით, რუსეთის ლიდერის ამბიციები უკრაინას სცდება და „არსებობს ალბათობა, რომ ის ბალტიის ქვეყნებში შეიჭრება, რათა NATO-ს მეხუთე მუხლის მოქმედება გამოსცადოს“.

"პუტინმა იცის, რომ NATO-ს წევრზე შეტევით ის წითელ ხაზს კვეთს და დამარცხდება, მაგრამ ის ჰიბრიდული ომების სპეციალისტია", - აღნიშნავს რასმუსენი.

მისი აზრით, რუსეთმა შესაძლოა ესტონეთსა და ლატვიაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის წილი მაღალია, ფარულად, ე. წ. მწვანე კაცუნების მეშვეობით იმოქმედოს იმ იმედით, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი ამაზე თვალს დახუჭავს. 

კომენტარები