რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

ლავროვი: უკრაინაში მოვლენების გამწვავება აშშ-ის არასწორი ნაბიჯების ბრალია

ლავროვი
novinite.com

უკრაინაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ევროკავშირი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლსაც ექსკალაციისკენ მივყავდით - ИТАР-ТАСС-ის ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით დასავლეთი ძალიან ბევრ რამეზე თვალებს ხუჭავდა, მათ შორის იმაზე, რომ უკრაინაში ქსენოფობიის ნიადაგზე სიტუაცია გამწვავდა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ ესმის რატომაა ამერიკა შეპყრობილი იდეით გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა შექმნას.

მისივე თქმით, კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებაზე ევროპელი ლიდერების უარყოფითი დამოკიდებულება იმედის მომცემია რუსეთისთვის. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მომხრე იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესების დაწყების.

ლავროვის თქმით ბოლო წლები კარგად აჩვენებს, რომ ევროპულ თავდაცვით სტრუქტურებში პრობლემებია და ეს უკრაინით არ დაწყებული.

ლავროვმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ამერიკა და განაცხადა, რომ ამერიკის ნაბიჯებმა უკრაინაში სიტუაცია გაამწვავა.

„აშშ-მა განაცხადა, რომ ისინი უბრალოდ „ბროკერები“ იყვნენ, რომლებმაც უკრაინაში ძალის ერთი ხელიდან მეორეში გადასვლაში მონაწილეობა არ მიიღეს. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა როგორ იყო - ვინ განიხილავდა ტელეფონი უკრაინაში მომავალი მთავრობის ბედს, ვინ მორიგეობა მაიდანზე და ა.შ. - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ იქ რუსეთის სამხედრო ექსპერტები არ ყოფილან.

კომენტარები