DDT-ს კონცერტი

ხვალ DDT-ს პრესკონფერენცია გაიმართება

Tbilisi Open Air Alter/Vision‎/Fb.com

10 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ცნობილი რუსული ჯგუფი, DDT კონცერტს გამართავს.

ჯგუფის წევრები თბილისში ამაღამ ჩამოფრინდებიან და ხვალ, 14:00 საათზე კონცერტის ორგანიზატორთან, ალტერ ვიჟენ ჯგუფთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეს-კონფერენციაზე განიხილება ნებისმიერი თემა, რომელიც დაკავშირებულია მუსიკასთან, დაგეგმილ კონცერტთან, DDT-ს მუსიკალურ კარიერასთან და სამომავლო გეგმებთან.

ჯგუფი DDTკონცერტს კომპანია ალთერ ვიჟენ ჯგუფის ყოველთვიური ლაივ მუსიკალური სერიების ფარგლებში გამართავს. ჯგუფი წარადგენს უახლეს სტუდიურ ალბომს, „გამჭვირვალე“ ("Прозрачный"). ასევე, შეასრულებს ძველ ჰიტებსაც.

ცნობისთვის, ჯგუფს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 ყველა დროის რუსულ ტოპ 100-ეულ ალბომში შედის. ჩატარებული აქვთ 400-ზე მეტი კონცერტი რუსეთის წამყვან ფესტივალებზე, დაუკრავთ ევროპისა და აშშ-ის დიდ სცენებზე.


DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი ცნობილია პოლიტიკური გამოსვლებითაც. ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგეა. ჯგუფმა ორი წლის წინ უკვე გამართა კონცერტი თბილისში, ფესტივალ Open Air-ის ფარგლებში, სადაც ჰედლაინერი ბენდი იყო. სწორედ მაშინ წარსდგა DDT პირველად სრული შემადგენლობით ქართველი მსმენელის წინაშე.

კომენტარები