საქართველო-უნგრეთი

საქართველოს პრემიერის უნგრეთში ვიზიტი დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი იშტვან მიკოლა, უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერისთან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. 

კომენტარები