ISIS

აშშ ISIS-ის ტყვეობაში კიდევ ერთი ამერიკელის დაღუპვის შესახებ ცნობას ადასტურებს

The Mueller Family

ობამას ადმინისტრაცია ადასტურებს ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ტყვეობაში მყოფი ამერიკელი კაილა მიულერის დაღუპვის ფაქტს.

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა მიულერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 6 თებერვალს გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, მძევალი იორდანიის ავიაციის მიერ იმ შენობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, რომელშიც ის დატყვევებული ჰყავდათ.

„მიუხედავად იმისა, თუ რა დრო დასჭირდება ამას, შეერთებული შტატები იპოვნის და მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებინებს ტერორისტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაილას ტყვეობისა და დაღუპვის გამო“, - ასე გამოეხმაურა ტერორისტების ტყვეობაში კიდევ ერთი ამერიკელის დაღუპვას პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

26 წლის კაილა მიულერი ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სირიაში 2012 წელს მოხალისედ ჩავიდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ის 2013 წლის აგვისტოში, ალეპოში დაატყვევეს. მიულერი ISIS-ის ტყვეობაში მყოფი ბოლო ამერიკელი იყო, რომლის შესახებაც ინფორმაცია არსებობს.

კომენტარები