ინფრასტრუქტურის მინისტრი

სამინისტრო: მინისტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობას არ ტოვებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მინისტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობას ტოვებს. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრ დავით შავლიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. უწყების განცხადებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები