მედიკამენტების ღირებულება

სერგეენკო: თუ მედიკამენტებზე ფასების ზრდა გაგრძელდება, დოტაციას გავზრდით

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, პროცესში სახელმწიფო ჩაერთვება". ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პირველადი მოხმარების პრეპარატებზე სახელმწიფო დოტაციას მოახდენს, რათა ფასები შეინარჩუნოს და რიგ შემთხვევაში დაწიოს კიდეც. 

"არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 7-დან 10%-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს სამოქმედო გეგმა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ეფექტური გეგმა ავამუშაოთ, რომლითაც უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მიწვდომადობას ესენციურ მედიკამენტებზე. სახელმწიფო გაზრდის დოტაციას, რათა შეინარჩუნოს ფასი და რიგ შემთხვევაში დაწიოს კიდეც", - აღნიშნა დავით სერგეენკომ ინტერპრესნიუსის ცნობით. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7,3%-ით გაიზარდა.

კომენტარები