უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

მინსკის მოლაპარაკების შედეგი: 15 თებერვლიდან უკრაინაში ცეცხლი შეწყდება

0 კომენტარი

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლის 00:00 საათიდან ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს.

პუტინის თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სახელად "ღონისძიებათა კომპლექსი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის".

"ჩვენ ძირითად საკითხებზე შევთანხმდით", - განაცხადა პუტინმა.

მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მხარს უჭერენ პროცესს.

მინსკში 16-საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები