რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

ოლანდი: ეს იყო სერიოზული შეთანხმება, მაგრამ ყველაფერზე ვერ შევთანხმდით

მერკელი, ოლანდი, პუტინი და პოროშენკო
bbc.co.uk

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღებულია.  

"ეს იყო სერიოზული შეთანხმება, მაგრამ ყველაფერზე ვერ შევთანხმდით", - განაცხადა ოლანდმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 16-საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლის 00:00 საათიდან ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს.

კომენტარები