ზურაბ ჟვანიას საქმე

გოგლა ჟვანია ძმის ჰომოსექსუალობაზე: ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება

გოგლა ჟვანია
ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში სტუმრად მყოფმა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ, გადაცემის ავტორის კითხვას, მიაჩნია თუ არა მას ჰომოსექსუალობა სიბინძურედ, უპასუხა - "დიახ".

გადაცემის ავტორის შემდეგ კითხვას, თუ ის ჰიპოთეტურად დაუშვებდა, რომ ჰყავდა ჰომოსექსუალი ძმა, ჩათვლიდა თუ არა მას ბინძურად, ჟვანიამ უპასუხა - "კი. ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება, მაგრამ ამას ადგილი არ აქვს".

კომენტარები