უკრაინის კრიზისი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 13 თებერვალი

მინსკში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის თარიღის გამოცხადების შემდეგ უკიდურესად გართულდა სიტუაცია დებალცევოს პლაცდარმის გარშემო. სეპარატისტები აცხადებენ, რომ 6-8 ათასიანი უკრაინული დაჯგუფება ქალაქში ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ანტიტერორისტული ძალების პრესცენტრის ცნობით, დებალცევოში და მის გარშემო უკრაინული ძლების პოზიციებს სეპარატისტებმა ცეცხლი 25-ჯერ გაუხსნეს. ქალაქის დასავლეთი გარეუბანი ურაგანის ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარიდან დაიბომბა.

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, დაძაბული ბრძოლები გრძელდება სოფელ ლოგვინოვოსთან, რომელიც დებალცევო-არტემოსვკის მთავრ გზაზე მდებარეობს. მისი თქმით, უკრაინული ძალები კვალავაც დასახლებასთან იმყოფებიან, მიმდინარეობს ბრძოლა არტილერიის გამოყენებით, უკრაინული ძალები მანევრებს ახორციელებენ. „მოწინააღმდეგე ჩვენს პოზიციებზე შეტევებს აგრძელებს. ჩვენ ვიგერიებთ აგრესიას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლოგვინოვო ჩვენი კონტროლის ქვეშ დარჩეს", - განაცხადა სელეზნიოვმა.

ამ განცხადების კომენტირებისას უმაღლესი რადას დეპუტატმა, ბატალიონ დონბასის ყოფილმა მეთაურმა სემენ სემენჩენკომ განაცხადა, რომ სინამდვილეში ლოგვინოვოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა უკან დაიხიეს. მისი თქმით, 12 თებერვალს შეიარაღებულმა ძალებმა დასახლება გათავისუფლეს. თუმცა, სეპარატისტებმა ლოგვინოვოს დამატებითი ძალებით შეუტიეს, რის გამოც უკრაინელმა ჯარისკაცებმა და ჯავშანტექნიკამ დასახლება დატოვა, უკან დაიხია ბატალიონ დონბასის ოცეულმაც. ამ დრომდე ლოგვონოვო სეპარატისტების ხელში რჩება. ბრძოლები არტილერიის გამოყენებით მიმდინარეობს ლოგვინოვოს, მირონოვსკოეს და ლუგანსკოეს მიდამოებში, მოწინააღმდეგე შეტევაზე გადასვლას ცდილობს.

ბატალიონ დონბასის ინფორმაციით, ლოგვონოვოსთვის ბრძოლაში 50-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა, რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა განადგურდა, ტყვედ 17 სეპარატისტი ჩავარდა.

ტყვეების თქმით, ამ რაიონში რუსული რეგულარული ნაწილების გადასროლა მიმდინარეობს.
თუმცა, სემენჩენკო აცხადებს, რომ დებვალცევო არა სრულ, არამედ ოპერატიულ ალყაშია, ანუ მარაგის მიწოდება დაჯგუფებისთვის ალტერნატიული გზებით არის შესაძლებელი.

ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ლოგვინოვო-კალინოვკას რაიონში სულ მცირე ორი საბატალიონე-ტაქტიკური დაჯგუფება განათავსა. მიმდინარეობს მასირებულ საარტილერიო შეტევები უკრაინულ პოზიციებზე. რუსეთიდან და ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან გადმოსროლილი ძალებისგან სეპარატისტებმა ამ რაიონში ისეთ დაჯგუფებას მოუყარეს თავი, რომელიც რაოდენობით და საცეცხლე ძალით უკრაინულ დაჯგუფებას არ ჩამოუვარდება. ბრძოლებში რეგულარული რუსული ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

ჯგუფ საინფორმაციო წინააღმდეგობის მონაცემებით, ლოგვინოვო-ლოზოვოეს მიდამოებში დიდი დანაკარგების მიუხედავად (8 ერთეულამდე მძიმე ტექნიკა და 10-მდე ერთეული ავტოტრანსპორტი), მოწინააღმდეგე კვლავაც შეტევებს განაგრძობს.

მარიუპოლის მიმართულებით ბრძოლები სახანკის მოდამოებში არტილერიისა და ტანკების გამოყენებით გრძელდება. შიროკინოსთან ბატალიონ აზოვსა და ტერორისტებს შორის სატანკო ბრძოლა გაიმართა.

საინფორმაციო წინააღმდეგობის ცნობით, სახანკასთან მოწინააღმდეგემ ჯავშანდაჯგუფება გადაისროლა 4 ტანკისა და 4 ჯავშანმანქანის შემადგენლობით და მოწინავე უკრაინულ პოზიციებს მასირებული ცეცხლი გაუხსნა. ამ მიმართულებაზეც რუსი სამხედროები იბრძვიან.

სეპარატისტებმა ამვროსიევკისა და სტარობეშევოს მხრიდან ტელმანოვოს რაიონში სასწრაფოდ გადაისროლეს ქვედანაყოფები 500 მებრძოლის, 15 საბრძოლო მანქანისა და 3 ტანკის შემადგენლობით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრორუსი სეპარატისტების ძალებმა მიიღეს ბრძანება 15 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტამდე დებალცევო და მარიუპოლი აიღონ.

დღეს ტერორისტებმა გრადის ტიპის დანადგარით დონეცკიდან დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარე დასახლება გორნიაკი დაბომბეს, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მომდინარეობდა. დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

 

კომენტარები