უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

უთანხმოება საპარლამენტო უმრავლესობაში

პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

გიორგი მარგველაშვილმა ამ კრიტერიუმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ ისაუბრა. უმრავლესობის სახელით საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს დავით საგანელიძე მართავდა. ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა თავად სურს ფრაქცია ქართული ოცნების სხვა წევრებთან ერთად სპეციალური განცხადება გაავრცელა და დავით საგანელიძე მათთან არაკოორდინირებულ მუშაობაში დაადანაშაულა. ამას კი ფრაქციის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები