უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება. 28 კანდიდატთან შეხვედრა, რომელთაგანაც ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტს ერთ-ერთ მათგანს წარუდგენს, ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

„დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა - როცა მოქალაქეები აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავიანთი აზრით და შეხედულებებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე, როცა თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ და რომლის მონაწილეებიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების ჩართლობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით", - მიმართა პრეზიდენტმა კანდიდატებს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდა. მან კანდიდატების დასახელებაში აქტიურობისთვის მადლობა საზოგადოებნრივ ჯგუფებს და მედიას გადაუხადა.
პრეზიდენტის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არარ უბნდა დაისვას.

"მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რომელიც მცირე და პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი იქნა დარეგისტრირებული, კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოხსნილი და ჩემი აზრით, ის დღეს უკვე მოხსნილია, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები