უკრაინის კრიზისი

მინსკის შეთანხმების ტექსტი რუსული აგრესიის მტკიცებულებას შეიცავს

Торнадо – С
aftershock.su

მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულებას შეიცავს. ამაზე ფინეთის საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტებმა გაამახვიოლეს ყურადღება.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული, მეორე მუხლში, მძიმე შეიარაღების ჩამონათვალია მოცემული, რომლის გაყვანა წინა ხაზიდან უნდა მოხდეს.

ამ შეიარაღებას შორის ზაპლპური ცეცხლის დანადგარი Торнадо – С არის მითითებული. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის დანადგარი რუსეთმა შეიარაღებაში მხოლოდ 2012 წელს მიიღო და უკრაინის არმიას შეიარაღებაში არასდროს ჰქონია. რუსეთს Торнадо – С არც სხვა ქვეყნებში გაუყიდია. შესაბამისად, კონფლიქტის ზონაში მისი მოხვედრა მხოლოდ რუსეთიდან იყო შესაძლებელი.

კომენტარები