შსს

შსს-მ ზუგდიდში მეტადონის შემცველი 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში 1957 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში დააკავა. 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 24 შეკვრად დაფასოებული 8.34 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4.3672 გრ მეტადონს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები