ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ვაზაგაშვილის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას". ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ვაზაგაშვილების საქმეზე საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილი კმაყოფილი იყო პროკურატურის მუშაობით და ელოდა საქმის გახსნას.

"ჩემთვის წარმოუდგენელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის მიზნის არსი. რისი მიღწევა სურდა? ამას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ დამკვეთს დაავადებული ფსიქიკა აქვს" - აცხადებს ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იმ ფაქტს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება არჩილ კბილაშვილის დროს დაიწყო და ხანგრძლივი დრო დასჭირდა, თავისი მიზეზები ჰქონდა.

"თქვენ გახსოვთ, როგორი პროკურატურა ჩაიბარა კბილაშვილმა და მან ბევრიც გააკეთა, მას შემდეგ ორი მთავარი პროკურორი გამოიცვალა და, ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა კვალიფიკაციითა და ხარისხით სრულიად განსხვავდება წინა პერიოდისგან და ისწრაფვის სრულყოფისკენ. ის, რომ პროკურატურას აკრიტიკებენ, ამას კარგი ანალიზი სჭირდება. ადრე პროკურატურა იმ დასკვნას წერდა, რასაც სააკაშვილი ან ადეიშვილი დაუკვეთდნენ, სასამართლო კი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ასეთ მუშაობას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება. დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაა, მთავრობა აღარ ძალადობს სასამართლოზე, სასამართლომაც თამასა მაღლა ასწია და პროკურატურის თანამშრომლებს მუშაობის პროცესშივე მოუწიათ კვალიფიკაციის ამაღლებამ. დღეს მთავარი ის არის, რომ მიდგომა შეიცვალა - არც ერთი საქმის თაროზე შემოდება და მიფუჩეჩება არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება კი მარტივი არ არის. პროკურატურა სწორ გზაზეა და ამას უნდა მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება და ტრაგიკული სურათების დახატვა საჭირო არ არის" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები