საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

Irma Nadirashvili/Official

საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ვიქტორ შოკინმა საყვარელიძე პოსტზე დღეს წარადგინა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობით, საყვარელიძე ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს ჩაიბარებს.

დავით საყვარელიძე 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორი, 2010-2012 წლებში კი, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ საყვარელიძეს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობაზეც აქვს განაცხადი შეტანილი.

კომენტარები