ტერორიზმი

დანიის პოლიციამ ტერაქტებთან კავშირის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა

AFP

დანიის პოლიციამ კოპენჰაგენში ბოლო ტერაქტებთან კავშირის ბრალდებით კიდევ ორი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ინტერნეტკაფეში აიყვანეს, მეორე კი, პირველი დაკავებიდან 5 საათის შემდეგ. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მათ თავშესაფარი მისცეს ტერორისტს, რომელიც კულტურის ცენტრს და სინაგოგას დაესხა თავს. ტერაქტებს დანიის დედაქალაქში ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავდაპირველად ტერორისტმა ცეცხლი კულტურის ცენტრში გახსნა, სადაც მუჰამედის კარიკატურის ავტორის მონაწილეობით სემინარი იმართებოდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემდეგ იმავე პირმა სინაგოგასთან ადამიანი მოკლა, თავად კი პოლიციასთან შეტაკებაში დაიღუპა. ტერორისტი 22 წლის ომარ ჰამიდ ელ ჰუსეინი აღმოჩნდა. 

კომენტარები