საყდრისი

ოთხშაბათს იმსჯელებენ, შეიქმნება თუ არა საყდრისის თემაზე საგამოძიებო კომისია

news.ge

ოთხშაბათს იმსჯელებენ, შეიქმნება თუ არა საყდრისის თემაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ოთხშაბათს დეპუტატები კომისიის ფორმირებისა და მისი წევრების შესახებ იმსჯელებენ. კომისიის შექმნის ინიციატივით ბიუროს რამდენიმე თვის წინ მიმართეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა. 

დღეს ფრაქცია ქართული ოცნება პარტიის ოფისში სწორედ საყდრისის კომისიის თემაზე გამართავს დახურულ შეხვედრას და კომისიაში საკუთარ კანდიდატურაზე იმსჯელებს.

"საბოლოო შეთანხმება არის მიღწეული, რომ ოთხშაბათს დღის წესრიგში ჩაჯდება ეს საკითხი. კომისიასთან დაკავშირებით, მსჯელობა იქნება ამ კვირაში" - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები