ქართული ეკონომიკა

ჯაფარიძე: თუ არ გადაიდგა რადიკალური ნაბიჯები, ჩვენი ეკონომიკა წავა რეცესიისკენ

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "თუ ახლავე არ გადაიდგა რადიკალური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და რომელიც არ იქნება იოლი შესასრულებელი არც ერთი ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წავა რეცესიისკენ ანუ იქნება არა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური კლება".

როგორც ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, წელს ქვეყნის ეკონომიკაში გაცილებით სეროზული პრობლემებია და "კარგ შემთხვევაში გვექნება ეკონომიკის 2%-იანი ზრდა და დაგეგმილი 5%-იანი ზრდა ვერ შესრულდება".

კომენტარები