ქართული ეკონომიკა

ჯაფარიძე: უცხოური ვალუტის ყველა წყაროსთან მიმართებით გვაქვს პრობლემა

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების აბსოლუტურად ყველა წყაროსთან მიმართებით გვაქვს პრობლემა". როგორც ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმი.

"ქვეყანაში ვალუტის შემოდინების სულ რამდენიმე წყარო გვაქვს. ერთ-ერთია ტურიზმი, რომლის კლებაც გვაქვს. მეორე წყაროა ექსპორტი, სადაც ასევე პრობლემა გვაქვს. კიდევ ერთი წყაროა საგარეო კრედიტები, რომლის ათვისების პრობლემაც აღმოგვაჩნდა - წლის განმავლობაში რა სესხიც უნდა აეღოთ და დაეხარჯათ, ვერ აითვისეს. ფულად გზავნილებიც შემცირდა და აქ ძირითადად რუსეთის მხრიდან. ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების აბსოლუტურად ყველა წყაროსთან მიმართებით გვაქვს პრობლემა". ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა ტურისტი, თუ ბევრი ტურისტი არ შემოვა, დოლარიც არ შემოდის, რაც ცვლის ბალანსს ქვეყანაში არსებულ დოლარისა და ლარის მოცულობას შორის, ეს კი, აისახება ლარის კურსზე" - განაცხადა ჯაფარიძემ თეორემაში.

კომენტარები