უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

გვენეტაძე: ვიზრუნებ მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის თავმჯდომარედ დანიშვნის შემთხვევაში, იზრუნებს მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, რაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა.

"რასაკვირველია, პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაში ყველა ინსტანციის დონეზე იკვეთებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მხრივ, რომელიც გარკვეულწილად ბადებდა ეჭვს საზოგადოებაში ყოველთვის, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო ან უსამართლო. ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება უკვე მოხდა და ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის შემთხვევაში, მე შევეცდები, რომ ისე, როგორც ევროპულ და დასავლურ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემებშია დამკვიდრებული, ვიზრუნო მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, რაც იქნება წინაპირობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ის, რაც კითხვებს აღარ დაუტოვებს პროცესის მონაწილე მხარეებს მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობასთან დაკავშირებით", - თქვა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს დასამტკიცებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

კომენტარები