ბიორკის გამოფენა

MoMa-ში ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი გამოფენას გახსნის

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენას გახსნის, რომელიც მუსიკალურ სფეროში მომღერლის მოღვაწეობას ეძღვნება. გამოფენა "ბიორკი" 8 მარტს გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს მისი მონახულება 7 ივნისამდე შეეძლებათ. ქრონოლოგიურად, გამოფენა ბიორკის პირველი სოლო ალბომით, 1993 წელს გამოშვებული Debut-ით დაიწყება და 2015 წელს მისი ბოლო ნამუშევრით დასრულდება, რომელთა შორისაც სპეციალურად მუზეუმისთვის შექმნილი მუსიკალური ინსტალაცია Black Lake შედის. 

კომენტარები