საფრანგეთი

საფრანგეთში ვანდალებმა ებრაულის შემდეგ ქრისტიანული სასაფლაოც შეურაცხყვეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

საფრანგეთის ნორმანდიის რეგიონში, ტრანს სურ მერში ქრისტიანული სასაფლაო უცნობმა პირებმა შეურაცხყვეს. ვანდალებმა რამდენიმე ათეული ჯვარი მიწიდან ამოიღეს და ზოგიერთი მათგანი უკუღმა დააყენეს. მომხდარით აღშფოთება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა გამოთქვეს და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადეს.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ვანდალებმა ებრაული სასაფლაოც შეურაცხყვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები