მთავრობის სხდომა

ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. 

"ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-ისა. ეს არის ჩვენი მეორე სიახლე. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. 

ბინის ქირავნობის გადასახადებს გამქირავებლების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იხდიდა, რადგანაც ბინის გაქირავება ხშირად ქირავნობის ხელშეკრულების გარეშე პირთა ზეპირი მოლაპარაკების შედეგად ხდება. 

კომენტარები