იური ვაზაგაშვილის საქმე

შოთაძე: ვაზაგაშვილის საფლავზე სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის აღმოჩენილი

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

"ამ სასაფლაოზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, აღმოჩენილია სხვა დნმ-ის კვალებიც", - იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ისაუბრა.

"გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე დნმ-ის კვალის შესახებ. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო, არ ვიცოდით. ამ მიმართულებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნენ სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა, სასაცილოა. იმიტომ, რომ დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდა, გამომძიებლებისა და ექსპერტების გარდა, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები. იმდენი ადამიანი ესწრებოდა პროცედურას, რომ ეს უბრალოდ, შეუძლებელია, ვინმემ ეს წარმოიდგინოს, მეცნიერულადაც წარმოუდგენელია", - თქვა შოთაძემ.

კომენტარები