ტერორიზმი

ობამა: ამერიკა არა ისლამს, არამედ ტერორიზმს ებრძვის

worldtribune.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა არა ისლამს, არამედ ტერორისტებს ებრძვის, რომლებიც ამ რელიგიას ამახინჯებენ. ბარაკ ობამა სიტყვით ექსტრემიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოვიდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად 1200 სირიელი მებრძოლის გაწვრთნას გეგმავს.

"ტერორისტებს არ უნდა მივანიჭოთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ისინი ეძებენ. ისინი არ არიან რელიგიური ლიდერები. ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში ისლამთან, ჩვენ ვართ ომში ადამიანებთან, რომლებიც ისლამს ამახინჯებენ. არავინ შეიძლება, გახდეს ეჭვმიტანილი მხოლოდ მისი რელიგიის გამო. დაუშვებელია, თემისადმი კუთვნილება ადამიანზე მეთვალყურეობის საბაბი გახდეს და მუსლიმ ამერიკელებთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სამართალდამცველების საქმიანობასთან იყოს გაიგივებული", - თქვა ობამამ.

კომენტარები