მაუწყებლობის შესახებ კანონი

მაუწყებლობის შესახებ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მაუწყებლობის შესახებ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 65 მომხრე და 33 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში. 

ცვლილებით, მაუწყებელს შეუძლია, საათში მხოლოდ 20% - 12 წუთი დაუთმოს რეკლამას. დღეს მოქმედი წესებით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლია, გამოიყენოს რეკლამისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოს. ამ წესის შენარჩუნებას, საათობრივი ლიმიტის შემოღებასთან ერთად, ითვალისწინებდა კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორობით მოამზადა და რომლის პირველადი ვარიანტის მიმართ ტელეკომპანიებმა არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.

საპარლამენტო განხილვისას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ თქვა, რომ ტელეკომპანიების შენიშვნების უმეტესობასთან ერთად, გაითვალისწინეს მოთხოვნა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით დაწესებული 20%-იანი შეზღუდვის გაუქმების შესახებ. ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს ნორმა, რომელიც სატელევიზიო პროგრამების ანონსებში სპონსორებზე მითითებას კრძალავდა - ამგვარი მითითებისთვის საათში 4 წუთიანი ლიმიტი წესდება; ტელეკომპანიის სხვა შენიშვნებთან ერთად, ტყემალაძის თქმით, გათვალისწინებულია იმ წესის ორი წლით შენარჩუნება, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების რეკლამით შეწყვეტა შეიძლება 15 წუთში ერთხელ - ეს ლიმიტი 30 წუთამდე 2017 წლის 15 იანვრიდან გაიზრდება. ტყემალაძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ჰქონდა, ერთადერთი მხოლოდ ის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც საათში 20%-იანი სარეკლამო ლიმიტის ამოქმედების 2016 წლისთვის გადავადებას ეხებოდა. მისი თქმით, ეს რეგულაცია 2015 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები