კრიზისი უკრაინაში

შტაინმაიერი: სამშვიდობო ძალების შესახებ ინიციატივა განხილვას იმსახურებს

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

უკრაინის პრეზიდენტის წინადადება ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ დეტალურ განხილვას იმსახურებს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ეს იდეა მინსკის მოლაპარაკებებზეც განიხილებოდა. თუმცა, გერმანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ასეთი მისიის განხორციელებას ცეცხლის სრული შეწყვეტა და კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის თანხმობა დასჭირდება.

დებალცევოდან უკრაინული ძალების გაყვანა მთლიანად დასრულებულია. ოფიციალური მონაცემებით, სულ ქალაქი 2500-მა მებრძოლმა და 800-მდე ერთეულმა ტექნიკამ დატოვა. კიევი აცხადებს, რომ გამოყვანის დროს 13 მებრძოლი დაღუპა, 90 ტყვედ ჩავარდა, 82 კი დაკარგულად ითვლება.  სეპარატისტები უკრაინულ ძალებზე შეტევებს განაგრძობენ. გრადებიდან და ნაღმტყორცნებიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი დონეცკთან, პოპასნაიასთან და მარიუპოლთან უკრაინული პოზიციების მიმართულებით. 

კომენტარები