ომი უკრაინაში

იანუკოვიჩი: შანსი როგორც კი მექნება, უკრაინაში დავბრუნდები

Viktor Yanukovych

შანსი როგორც კი მექნება, უკრაინაში დავბრუნდები - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა.

იანუკოვიჩმა, რომელიც რუსეთს აფარებს თავს, განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ბრუნდება, რადგან უკრაინაში მას გაანადგურებენ.

"თავიდან არ ამომდიოდა იდეა, რომ დავბრუნებულიყავი უკრაინაში, ჯერ სათავეში საპროტესტო მოძრაობას ჩავდგომოდი, მაგრამ ყველაფერს იმ აზრამდე მივყავდი - თუ უკან დავბრუნდებოდი, მტრები ყველაფერს გააკეთებდნენ ჩემს გასანადგურებლად. ჩემი თანამებრძოლები წინააღმდეგები იყვნენ, უკრაინაში დავბრუნებულიყავი. როგორც კი გამიჩნდება შანსი, მე დავბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა უკრაინელ ხალხს ცხოვრება შევუმსუბუქო" - განაცხადა იანუკოვიჩმა. 

კომენტარები